კრედო ბანკის შეღავათიანი აგრო კრედიტი

🤝 კრედო ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების მხარდაჭერას
🚜 შეღავათიანი აგროკრედიტი

👉 მოითხოვე ახლავე ➡️ https://bit.ly/2V9ALPr

აღწერა

218 ნახვა

შეღავათიანი აგროკრედიტი წარმოადგენს კრედო ბანკისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ერთობლივ პროექტს

პროექტის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ იაფი აგროკრედიტით – ერთწლოვანი კულტურის წარმოების დასაფინანსებლად

  • სათესი და სარგავი მასალის ხარჯების დასაფარად
  • პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შესაძენად
  • შრომითი რესურსების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების ხარჯების დასაფარად
  • სარწყავი სისტემების სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად

პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი პირველი 6 თვის განმავლობაში, სრული მოცულობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება! არ აქვს მნიშვნელობა თქვენ სახელზეა თუ არა, ან რეგისტრირებულია თუ არა მიწის ნაკვეთი, რომელზეც გსურთ აღნიშნული საქმიანობის წარმოება. პროექტის პირობებით სარგებლობა ყველა შემთხვევაში შეგიძლიათ.

შეღავათიანი აგროკრედიტით ასევე შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო ძირითადი საშუალების შეძენა, ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გაფართოებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „კრედო ბანკის შეღავათიანი აგრო კრედიტი“