შეღავათიანი აგროკრედიტი წარმოადგენს კრედო ბანკისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ერთობლივ პროექტს

პროექტის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ იაფი აგროკრედიტით – ერთწლოვანი კულტურის წარმოების დასაფინანსებლად

  • სათესი და სარგავი მასალის ხარჯების დასაფარად
  • პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შესაძენად
  • შრომითი რესურსების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების ხარჯების დასაფარად
  • სარწყავი სისტემების სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად

პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი პირველი 6 თვის განმავლობაში, სრული მოცულობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება! არ აქვს მნიშვნელობა თქვენ სახელზეა თუ არა, ან რეგისტრირებულია თუ არა მიწის ნაკვეთი, რომელზეც გსურთ აღნიშნული საქმიანობის წარმოება. პროექტის პირობებით სარგებლობა ყველა შემთხვევაში შეგიძლიათ.

 

შეღავათიანი აგროკრედიტით ასევე შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო ძირითადი საშუალების შეძენა, ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გაფართოებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.